გიორგი შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 3:0-ს იგებდა, 73-ეზე კი ვეტონ ბერიშას გადაცემა მიიღო და ბურთის პირველი ვე შეხებით გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონატზე ქვილითაიას მე-8 გოლია და უკვე იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მთელ წინა სეზონში.
"რაპიდი" 52 ქულით სატურნირო ცხრილში მე3 ადგილზეა და 22 აპრილს "ადმირას" მასპინძლობს, იქამდე კი 18 აპრილს თასის ნახევარფინალში გრაცში "შტურმს" ხვდება.