ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის V ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა V ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

სიმბოლურ გუნდში "ტობოლის" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კანკავა უკვე მეორედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.

სიმბოლური ნაკრები კომპანია InStat-ის საკვანძო მონაცემების საფუძველზე დგინდება.

"საყრდენი ნახევარმცველი. ჯაბა კანკავა, "ტობოლი": "ტობოლის" ქართველმა საყრდენმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. კანკავამ ართმევაზე ოთხჯერ პროდუქტიულად ითამაშა, 14 ორთაბრძოლა მოიგო, რაც ეფექტურობის მაჩვენებლის 74%-ია და ზუსტი გადაცემების 90-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველის ქმედების ინდექსმა კი 255 შეადგინა", - წერია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ "ტობოლმა" სტუმრად "აქტობე" ანგარიშით
1:0 დაამარცხა და 12 ქულით მეორე ადგილზეა.

▶ ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ნაკრებში მოხვდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოოოო, დიდი პატივია ყაზახეთის ჩემპის სიმბოლურში ჯაბასთვის :))
grisha
20:58 16-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული