championat.com: რომ არა გიორგი ლორია, "ანჟი" უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში მახაჩყალის "ანჟი" სანკტ-პეტერბურგში "ზენიტთან" დამარცხდა (0:1). უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგო, ეს ქართველი მეკარის, გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომელიც championat.com-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"დამარცხებული გუნდის გოლკიპერი ტურის ნაკრებში - ეს იმის დადასტურებაა, რომ მისი სეივები რომ არა, დაღესტნური გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა. ქართველმა კიპერმა საჯარიმოს ფარგლებიდან დარტყმული 4 ბურთი მოიგერია, ივანოვიჩს კი კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ნაღდი გოლი არ გაატანინა. პლუს, სმოლნიკოვის სახიფათო გარღვევაც გააუვნებელყო", - აღნიშნავს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული