ზარანდიას "არკამ" კაჭარავას "კორონა" დაამარცხა და თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
17 აპრილს ლუკა ზარანდიას "არკამ" პოლონეთის თასის ნახევარფინალში ნიკა კაჭარავას "კორონა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ზარანდიას გუნდი ფინალში გავიდა, რადგან სტუმრად ანგარიშით 1:2 ჰქონდა მოგებული.

კაჭარავაცა და ზარანდიაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორე მე-60 წუთზე შეცვალეს.

"არკა" ფინალში "ლეგიასა" და "გურნიკს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზარანდიამ კარგად ითამაშა,მან ტრამვა მიიღო რეიდის შესრულების დროს და შეცვალეს.საქრთველოს ნაკრების წინა ხაზის ფეხბურთელების უმრავლესობა ამ ეტაპზე სამწუხაროდ ტრამვირებულია: მჭედლიძე,ოქრიაშვილი,ანანიძე,გვილია,მერებაშვილი,ჭანტურია,ზარანდია,ყენია რომელიც იმედია დაგვიბრუნდება ჯამრთელი. რომ ვუკვირდები ეს ტრამვები ძირითად ემართებათ ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთელებს, რომელების გამოთაც ლამაზია ფეხბურთი. ღმერთმა კარგად ამყოფოს ჩვენი მცველები, რომლებშიც ტრამვები ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ეს კარგია. მომენატრა თუნდაც კლუბებში მჭედლოს,ოქრის,ანანიძის თამაშის ყურება!
kika
09:40 18-04-2018
0

სიახლეები პოპულარული