აზერბაიჯანში "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავენ

AutoSharing Option
ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე შესაძლოა ბაქოს "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა azerisport.com ავრცელებს.

როგორ გამოცემა წერს, "ნეფთჩის" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ევროთასების ზონაში აღმოჩნდეს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა მაინც გადააყენოს გუნდის მთავარი მწვრთნელი ტარიან აჰმედოვი.

"ნეფთჩის" მწვრთნელობის კანდიდატები არიან "უმგაიტის" თავკაცი სამი აბასოვი და უზბეკური "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე.

გამოცემის მტკიცებით, დაახლოებით ორი წლის წინ "ნეფთჩისა" და არველაძეს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბმა არჩევანი ადგილობრივ მწვრთნელზე გააკეთა.

საიტი არველაძის კომენტარსაც აქვეყნებს, სადაც არველაძე
ამბობს, რომ "ფახთაქორიდან" წასვლას ჯერ არ აპირებს.

"ბოლო დროს "ნეფთჩისთან" კონტაქტი არ მქონია. მაქვს სამუშაო და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ".

▶ შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელად დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სასიხარულოა, რომ შოთა დაინიშნა უბეკეთის ნაკრებში ერთ-ერთ მწვრთნელად. რადგან კლუბის და ნაკრების მწვრთნელობა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვსვდება და თუ შოთა გაერკვევა სანაკრებო ნიუანსებში, მომავალში სამშობლოში გამოადგება.
გიზოგ
17:44 23-04-2018
1
ფახტაკორი ააყვავა, აზიის ყველა ტიტული მოაგებინა და უკეთესი ვარიანტები თავზე დაეყარა.)))
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული