Sports.kz-მ ჯაბა კანკავა მე-6 ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
ყაზახურმა გამოცემა Sports.kz-მ ადგილობრივი ჩემპიონატის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ტობოლის" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა შეიყვანა.

კანკავას გუნდმა მე-6 ტურში "აკჟაიკს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა.

კანკავამ ყაზახური გამოცემის ქება დაიმსახურა. აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:

"ჯაბამ, როგორც ყოველთვის, დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო. მისი ბრალი ნამდვილად არაა, რომ მატჩი ფრედ დასრულდა.

▶ ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ნაკრებში მოხვდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული