დაბრუნება 1 წლის შემდეგ! - ლევან მჭედლიძეს განაცხადში 28 აპრილს ელიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გუნდის განაცხადში 28 აპრილს დაბრუნდება. ამის შესახებ Empolichannel.it იუწყება.

28 წლის ფორვარდი ტოსკანელებთან ერთად "ფროზინონესთან" მოგებულ მატჩზეც იმყოფებოდა, თუმცა მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ არ გარისკა და განაცხადში არ შეიყვანა.

წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, იტალიის სერია ბ-ს 38-ე ტურში, 28 აპრილს "ნოვარას" წინააღმდეგ მჭედლიძე განაცხადში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტრავმა 2017 წლის 23 აპრილს, "მილანთან" მატჩში მიიღო, სადაც გოლიც გაიტანა.

საინტერესოა, რომ "ემპოლი" თითქმის სერია ა-შია გადასული და დიდი ალბათობით, ისინი უმაღლეს დივიზიონში გადასვლას სწორედ
"ნოვარასთან" მატჩში იზეიმებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სასიხარულოა ლევანის დაბრუნება. ვულოცავ გამოჯანმრთელებას და მალე სერია ა-ში დაბრუნებას ვუსურვებ!
ლუკა
12:14 24-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული