კაჭარავამ "ლეგიასთან" წაგებულ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში ნიკა კაჭარავას "კორონა" ვარშავაში დამარცხდა ლიდერ "ლეგიასთან" 1:3.

მატჩი, რომელსაც 31 103-ადგილიან სტადიონზე 16 865 მაყურებელი დაესწრო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრებსაც არაერთხელ ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა.

ნიკამ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე გორან ცვიჯანოვიჩმა მისი პასით გაიტანა გოლი.

კაჭარავამ ჩემპიონატის 25 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"კორონა" 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 6 მაისს კრაკოვის "ვისლას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ იცით ეს ზედმეტად პოზიტიური სტატიები. კაჭარავას პასით გოლი გაიტანესო და მანამდე მეკარესთან ერთი-ერთზე რო გაიყვანეს და 100%-იანი გოლი ვერ გაიტანა იმის აღნიშვნა აღარ იყო საჭირო? კარგით რა!
გულშემატკივარი
08:49 29-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული