"ემპოლი" სერია A-ში დაბრუნდა, ლევან მჭედლიძე "ნოვარასთან" მატჩის განაცხადში არ ყოფილა

AutoSharing Option
სერია B-ს 38-ე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ნოვარას" (1:1), პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და სერია A-ში დაბრუნდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ტრავმამორჩენილი მჭედლიძე ამ შეხვედრაში განაცხადში იქნებოდა, მაგრამ მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ არ გარისკა.

"ემპოლი" 1 მაისს სტუმრად "კაპრის" ხვდება და შეიძლება მჭედლიძის დაბრუნებაც შედგეს, რომელსაც 2017 წლის 23 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
განაცხადში შეყვანა 'გარისკვაა'? არ თქვენ რა იცით მწვრთნელი რას ფიქრობდა? წერა ისწავლეთ ბიძიკო, წერა. წერა მარტო მართლწერა არ არის.
odala
19:46 29-04-2018
0

სიახლეები პოპულარული