გიორგი ქვილითაიამ "შტურმს" ისევ გაუტანა გოლი, "რაპიდი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" გრაცში 2:4 დამარცხდა "შტურმთან".

ამ შეხვედრაში, რომელსაც 14 573 მაყურებელი დაესწრო, გიორგიმ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობაზე გატანილი 9 გოლია.

ქვილითაიამ ამ გუნდის კარი 18 აპრილს თასის ნახევარფინალშიც დალაშქრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც გრაცელებმა საბოლოო ჯამში 3:2 იმარჯვეს.

"რაპიდი" 55 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 5 მაისს ლინცში "ლასკს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული