ამ შეხვედრაში, რომელსაც 14 573 მაყურებელი დაესწრო, გიორგიმ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობაზე გატანილი 9 გოლია.
ქვილითაიამ ამ გუნდის კარი 18 აპრილს თასის ნახევარფინალშიც დალაშქრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც გრაცელებმა საბოლოო ჯამში 3:2 იმარჯვეს.
"რაპიდი" 55 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 5 მაისს ლინცში "ლასკს" ხვდება.