spox.com: გიორგი ქვილითაია "რაპიდს" ტოვებს?

AutoSharing Option
spox.com-ის ცნობით, ქართველი ფორვარდის გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" "კოპენჰაგენისგან" 1.2 მილიონ ევროდ სერბეთის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი ანდრია პავლოვიჩი (სიმაღლე 189 სმ) შეიძინა, რომელმაც დანიის მიმდინარე ჩემპიონატის 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ამიტომ ვენური გუნდიდან აბარგება ან ქვილითაიას ან ბრაზილიელ ჟოელინტონს მოუწევთ, რადგან ესენი ყველანი ერთი ტიპის ფეხბურთელები არიან.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ქვილითაიას ერთ-ერთი რუსული კლუბი ეპატიჟება და "რაპიდი" მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. პრინციპში, მას ეს ფინანსური თვალსაზრისითაც უნდა აწყობდეს, რადგან რუსეთის პრემიერლიგაში ფეხბურთელები გაცილებით მაღალ ხელფასებს იღებენ.

გიორგის "რაპიდთან"
კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ავსტრიის პირველობაზე ამ სეზონში 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აეეე... არადა რაჰიდში რა კარგად თამაშობს ახლა.
რუსეთში რა უნდა, ჰო არ გაგიჟდა. ჰოლანდიაში გადავიდეს ჯობია.
sandro
09:44 01-05-2018
0
ეს რუსეთი არც ფეხბურთში არ გვეშვება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული