გუშინ საიტმა Spox.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა ფორვარდმა შესაძლოა ავსტრიული გუნდი დატოვოს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად Sportall.ge თავად ქვილითაიას დაუკავშირდა.
"კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია, თუმცა რაღაც ლაპარაკი მიდის. "რაპიდმა" თავდამსხმელი იყიდა, რადგან მეორე ფორვარდს უშვებენ და შეტევაში ორნი ვიქნებით. ამით არაფერი იცვლება.
საუბრები, რომ ქვილითაია უნდა წავიდეს და მას ყიდიან, მსგავსი არაფერია.
რაც შეეხება რუსული გუნდები
არის ასევე ევროპის 3-4 გუნდის ვარიანტი და რუსეთიდან 2 კლუბია დაინტერესებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთში გადასვლა ჯერ ძალიან ადრეა.
თუ იქნება უკეთესი შემოთავაზება ისეთი კლუბიდან, ვიდრე "რაპიდია", რა თქმა უნდა, ამას დავთანხმდები, მაგრამ რუსეთისკენ გული ნამდვილად არ მიმიწევს" , - გვითხრა ქვილითაიამ.
▶ spox.com: გიორგი ქვილითაია "რაპიდს" ტოვებს?