გიორგი ქვილითაია: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ რუსეთისკენ გული არ მიმიწევს

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიას თქმით, არის ვარიანტები, რომ მან "რაპიდი" დატოვოს, თუმცა კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია.

გუშინ საიტმა Spox.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა ფორვარდმა შესაძლოა ავსტრიული გუნდი დატოვოს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Sportall.ge თავად ქვილითაიას დაუკავშირდა.

"კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია, თუმცა რაღაც ლაპარაკი მიდის. "რაპიდმა" თავდამსხმელი იყიდა, რადგან მეორე ფორვარდს უშვებენ და შეტევაში ორნი ვიქნებით. ამით არაფერი იცვლება.

საუბრები, რომ ქვილითაია უნდა წავიდეს და მას ყიდიან, მსგავსი არაფერია.

რაც შეეხება რუსული გუნდები
დან ინტერესს, ამ ქვეყანაში წასვლას ჯერ ნამდვილად არ ვგეგმავ.

არის ასევე ევროპის 3-4 გუნდის ვარიანტი და რუსეთიდან 2 კლუბია დაინტერესებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთში გადასვლა ჯერ ძალიან ადრეა.

თუ იქნება უკეთესი შემოთავაზება ისეთი კლუბიდან, ვიდრე "რაპიდია", რა თქმა უნდა, ამას დავთანხმდები, მაგრამ რუსეთისკენ გული ნამდვილად არ მიმიწევს" , - გვითხრა ქვილითაიამ.

▶ spox.com: გიორგი ქვილითაია "რაპიდს" ტოვებს?
მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსეთში ისეთ ფეხბურთს თამაშობენ,სადაც ქვილითაიას არაფერი ესაქმება.მაგ გუნდში კიდევ ნახევარი წელი მაინც რომ ითამაშოს,მყარად ფეხზე დადგომისათვის მე მგონი საკმარისი იქნება.შემდეგ კი ის ძლიერის პოზიციიდან გადავა სხვა,უკეთეს ევროპულ გუნდში.მთავარია,ჯანმრთელად იყოს,ითამაშოს და მოუმატოს.
სოსო
10:43 01-05-2018
1
რუსეთში ამ ეტაპზე ნამდვილად არ უნდა წავიდეს.მგონია, რომ რაპიდში თუ დარჩება მომავალ წელს უფრო ათამაშდება და უკეთეს გუნდშიც გადავა შემდეგ.
kika
10:46 01-05-2018
0

სიახლეები პოპულარული