ლევან მჭედლიძე "ემპოლის" განაცხადში კვლავ არ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე გუნდის განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა.

ტოსკანელები, რომლებმაც გასულ ტურში სერია ა-ს საგზური მოიპოვეს, დღეს გასვლით შეხვედრაში "კარპის" დაუპირისპირდებიან.

კლუბის მწვრთნელის, აურელიო ანდრეაცოლის გადაწყვეტილებით კი, ლევანი კვლავ შემადგენლობის მიღმა დარჩა.

გავრცელებული ცნობით, მჭედლიძე ბოლომდე მზად არ არის და მწვრთნელი ამიტომ არ ათამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სჯობს ბოლომდე გამოჯამრთელდეს, ემპოლიმ უკვე გაინაღდა სერია ა-ში ადგილი.
kika
17:08 01-05-2018
1

სიახლეები პოპულარული