ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძე "ემპოლის" განაცხადში კვლავ არ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე გუნდის განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა.

ტოსკანელები, რომლებმაც გასულ ტურში სერია ა-ს საგზური მოიპოვეს, დღეს გასვლით შეხვედრაში "კარპის" დაუპირისპირდებიან.

კლუბის მწვრთნელის, აურელიო ანდრეაცოლის გადაწყვეტილებით კი, ლევანი კვლავ შემადგენლობის მიღმა დარჩა.

გავრცელებული ცნობით, მჭედლიძე ბოლომდე მზად არ არის და მწვრთნელი ამიტომ არ ათამაშებს.