Msn.com: "რაპიდმა" შესაძლოა გიორგი ქვილითაია 3 მლნ ევროდ გაყიდოს

AutoSharing Option
Msn.com-ის ინფორმაციით, ვენის "რაპიდმა" გიორგი ქვილითაია შესაძლოა დაახლოებით 3 მილიონ ევროდ გაყიდოს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან არის და ამ კლუბებს აღნიშნული თანხის გადახდა არ გაუჭირდებათ.

Sportall.ge-მ ქვილითაიას კომენტარი გუშინ შემოგთავაზათ, სადაც ის რამდენიმე გუნდზე საუბრობდა.

▶ გიორგი ქვილითაია: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ რუსეთისკენ გული არ მიმიწევს

ავსტრიული პრესა ქვილითაიას ვენიდან აბარგებაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც "რაპიდმა" "კოპენჰაგენისგან" 1.2 მილიონ ევროდ სერბეთის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი ანდრია პავლოვიჩი შეიძინა.

▶ spox.com: გიორგი ქვილითაია "რაპიდს" ტოვებს?
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვითომ ის ჯობია ქვილითაიას?
გიო
17:49 02-05-2018
0
რუსეთში წასვლა კარიერის დასასრულს ნიშნავს, გიორგისთვის საუკეთესო იქნება ჰოლანდიის ან გერმანიის ჩემპიონატი.
მერაბი
15:11 02-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული