გიორგი ქვილითაიამ "ლინცს" გოლი გაუტანა და "რაპიდმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში "რაპიდმა" გასვლაზე 2:0 დაამარცხა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "ლინცი".

ანგარიში ამ შეხვედრაში 41-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე პირველობაზე უკვე 10 გოლია. 90+3 წუთზე კი ვენურმა გუნდმა მეორე გოლი გაიტანა.

"რაპიდი" 58 ქულით მესამე ადგილზეა, "ლინცს" 1 ქულით გაუსწრო და 13 მაისს, შემდეგ ტურში ავსტრიული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს "ზალცბურგს" მასპინძლობს. სამწუხაროდ გიორგიმ მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ზალცბურგთAნ უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობა გიო
........
21:03 05-05-2018
6
ეს ავსტრიის ჩემპიონატი არ ყოფილა ცუდი. ზალცბურგის თამაში ძაან მომეწონა ევროპა ლიგაზე.
0

სიახლეები პოპულარული