ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: საბა კვირკველიას და ვახტანგ ჭანტურიშვილის ჩემპიონობა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთი. ლა ლიგა 2. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" შინ 2:1 მოუგო "ხიხონს". ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკომ" გასვლაზე 0:1 წააგო "ლუგოსთან". აბურჯანია სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" კი ასევე გასვლაზე 0:2 დამარცხდა "ოსასუნასთან". ოთარმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესი" ბოლო ტურში "ვილემს" დაუზავდა - 2:2. კაშია სათადარიგო იყო. არნემულმა კლუბმა ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე მოსახვედრ პლეი-ოფში ითამაშებს.

ბელგია. ჟუპილერლიგა. ბელგიის მთავარ
ლიგაში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" შინ 0:1 წააგო "შარლერუასთან". გიორგი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო და აქტიურიც იყო.

ავსტრია. ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაია დიდებულ ფორმაშია. ქართველი ფორვარდის "რაპიდმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ლინცს". პირველი გოლი, 41-ე წუთზე, ჩვენებურის იყო (მე-10 გოლი მიმდინარე სეზონში). ქვილითაია თამაშის მიწურულს შეცვალეს.


შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნმა" საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო "ლუგანოს". გვილიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ჩეხეთი. 1. ლიგა. ირაკლი სიხარულიძის "სლოვაცკო" ქართველი შემტევის გარეშე დაუზავდა "ტეპლიცეს" - 0:0.

დანია. სუპერლიგა. "ჰელსინგორთან" ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში "რანდერსის" შემტევმა საბა ლობჟანიძემ 67 წუთი ითამაშა.

"სილკებორგმა" გასვლაზე ითამაშა "ლუნგბიუსთან" და 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე დავით სხირტლაძემ გაიტანა. მათე ვაწაძე სათადარიგო იყო.


პოლონეთი. ექსტრაკლასა. ნიკა კაჭარავას "კორონამ" შინ 0:3 წააგო "ვისლასთან". ნიკამ მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ლაშა დვალის "პოგონმა" საკუთარ მოედანზე 3:2 მოუგო "არკას". დვალმა სრულად ითამაშა, სტუმართა რიგებში კი ლუკა ზარანდიას ტრავმის გამო არ უთამაშია.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" შინ ქულები გაუყო "ლეხს" - 0:0. ქართველ შემტევი ტრავმირებულია.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავა". ქართველი "დუნაისკა სტრედასთან" მატჩის (2:0) მე-10 წუთზე გააძევეს, ისევე, როგორც მეტოქის ორი ფეხბურთელი.

გიორგი ბერიძის "ტრენჩინისა" და "ჟილინას" შეხვედრაში (1:2) ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა საგოლე პასი მიითვალა.

რუსეთი. პრემიერლიგა. საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონი გახდა. იური სიომინის გაწვრთნილმა გუნდმა შინ 1:0 მოუგო "ზენიტს". ერთადერთი გოლი ედერმა შეაგდო - პორტუგალიელმა შემტევმა, ვინც ევროპის 2016 წლის პირველობის მთავარი გმირი გახდა.

პრემიერლიგის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე "ლოკომოტივი" მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა. კვირკველიამ "რკინიგზელთა" შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ტულის "არსენალმა" მოსკოვში 0:6 წააგო ცსკა-სთან. სტუმართა შორის გია გრიგალავა სათადარიგო იყო.

გიორგი ნავალოვსკიმ (ხაბაროვსკის სკა) 90 წუთი ითამაშა "კრასნოდართან" წაგებულ (0:1) მატჩში. კრასნოდარელთა შორის კი არ უთამაშია დაშავებულ თორნიკე ოქრიაშვილს.

უკრაინა. პრემიერლიგა. "შახტარმა" 2:1 მოუგო "ზორიას". დონეცკელთა შორის დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.

სანდრო კობახიძის "ვორსკლა" გასვლაზე დაუზავდა "ვერესს" - 0:0. ქართველი მეორე ტაიმში შეცვალეს, ანდრო გიორგაძემ კი 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა. ქართველების "ბალმაზივაროში" შინ დაუზავდა "უიპეშტს" - 1:1. ირაკლი მაისურაძე ძირითადში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, ბაჩანა არაბული კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ბელორუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წუთი) "ნემანმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ისლოჩს".

ლატვია. ვირშლიგა. "რიგასმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "ვენტსპილსთან". სტუმართაგან 59-ე წუთზე თავი ბექა ვაჩიბერაძემ გამოიჩინა. მანვე სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. 90 წუთი გაატარა მინდორზე "რიგასის" კიდევ ერთმა ქართველმა, მარცხენა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. "სებაილმა" შინ 0:1 წააგო "ზირასთან". მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია თამაზ ცეცხლაძეს. ნიკა აფაქიძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. "ორდაბასიმ" 1:0 მოუგო "ირტიშს". ჯაბა ჯიღაური მინდორზე მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გამოჩნდა.

"ტობოლმა" შინ 0:3 წააგო "ქაისართან". ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, ტრავმის გამო ჯერჯერობით უქმობს ნიკა კვეკვესკირი.

ლაშა კასრაძის (90 წუთი) "ჟეტისუმ" შინ 1:3 წააგო "ქაირათთან".

შოთა გრიგალაშვილისა და გოგიტა გოგუას გოლებით "ყიზილ ჟარმა" 2:1 მოუგო "აკჟაიკს". ორივე ქართველი შეცვალეს. მესამემ, გიორგი ფოფხაძემ, სრულად ითამაშა.

უზბეკეთი. პრო ლიგა. შოთა არველაძის გაწვრთნილი "ფახთაქორი" შინ "კოკანდს" დაუზავდა - 1:1. კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" კი გასვლაზე 4:1 მოუგო "ნეფთჩის". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.

აშშ. MLS. "სან ხოსემ" 0:1 წააგო "პორტლენდთან". ვაკო ყაზაიშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ