რატომ წავიდა ვაკო აშშ-ში? - ქართველს "სან ხოსეში" ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა denverpost.com-მა 2018 წელს მლს-ის კლუბ "სან ხოსეს" ხელფასების რაოდენობა გამოაქვეყნა. რაც ამ სიაში ყველაზე ნიშანდობლივია, ვაკო ყაზაიშვილს კლუბში ყველაზე მეტი ხელფასი აქვს.

საიტის ინფორმაციით, ვაკოს წლიური ხელფასი 2018 წელს 1,325,004.00 დოლარია, თუმცა კომპენსაციებით ქართველი ფეხბურთელი 1,454,042.36 დოლარს გამოიმუშავებს. ანუ მისი თვიური ხელფასი 121 170 დოლარია, რაც დღეში 3983 დოლარს შეადგენს.

ამ ხელფასის გათვალისწინებით, ფაქტია, თუ რატომ წავიდა ქართველი ამერიკაში. ალბათ, მსგავსი ხელფასი მას არც "ლეგიაში" და არც "ვიტესში" არ ექნებოდა.

რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ გუნდის კაპიტანი კრის
ვონდოლოვსკია, რომლის ხელფასი 800,000.00 დოლარია. ხოლო მესამე ადგილზე ფლორიანია, რომლის ხელფასი 566,671.07 დოლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი ადამიანია,წესიერი და მშვიდი.ვიცნობ პირადად.წარმატებები მას!
ქართველი
09:17 15-05-2018
0
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს და არ გაწუნწებულიყოს თავის სანათესაოსთვის მაინც..! (ეს იმიტომ, რომ ქართველს ემართება ხშირად)
გული იმაზე მწყდება, რომ ქართველი მშობლებს არ შეჰყავთ ფეხბურთზე ბავშვები, რადგან ფიქრობენ, რომ ვერაფერს მიაღწევენ.. მაგრამ რომ ვუყურებ, ისეთ უნიჭო ფეხბურთელებსაც კი აქვთ ისეთი ხელფასები და ჩვენს, მართლაც, ტალანტ და შემოდგომში უკვე პოტენციალ-გამქრალ ბიჭებს უწევთ სამსახურის ძებნა საქართველოში, სადაც სამსახურს იშვიათად ნახავ... ისიც დაბალ ხელფასზე..
ასე, რომ მშობლებო, შეიყვანეთ შვილები ფეხბურთზე, თუ მათ სურთ.. უფასოა ისედაც, ინვესტიციის ჩადებაც კი არ გიწევთ მაგაში.. ბოლოს წამოგაძახებენ, რომ შეგეყვანე და ასე არ ვიქნებოდით ამ გაჭირვებულ ქვეყანაშიო :)
zura
14:08 12-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული