დავით ხოჭოლავას უკრაინული ოქროს დუბლი

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის 31-ე ტურში დავით ხოჭოლავას "შახტარმა" ხარკოვში 1:0 დაამარცხა "ვერესი" და ვადამდე მოიპოვა ოქროს მედლები.

ამ შეხვედრაში დავითი სათადარიგო იყო.  მან პირველობის 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, დონბასურმა გუნდმა 9 მაისს კიევის "დინამოს" 2:0 დაამარცხა და თასს დაეუფლა. იმ შეხვედრაში ხოჭოლავა 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

იმედი ვიქონიოთ, რომ ხოჭოლავა მომავალ სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული