ხოჭოლავას უნდა "დინამომ" "შახტარს" საჩემპიონო კორიდორი გაუკეთოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ ПроФутбол-ს შემდეგი განუცხადა:

"ძალიან კარგი კვირა იყო. პრინციპულ მეტოქეს ორი ჩემპიონატი მოვუგეთ, გუშინდელი ამბის შემდეგ კი სწორედ დღეს გვინდოდა გაგვემარჯვა. "დინამო"? მოშვებულები არ ვიქნებით. დღეს, ვფიქრობ, ყველანი აღნიშნავენ, შემდეგ კი შევიკრიბებით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეხვედრისთვის მოვემზადებით და პრემიერლიგის ბოლო თამაშის მოგებას შევეცდებით.

საჩემპიონო დერეფანი? პირადად მე და "შახტარსაც" გვესიამოვნება, თუ "დინამო" ამას გააკეთებს. თუმცა, არ ვიცი, რას აპირებს "დინამო".

"დინამოსა" და "შახტარის" შეხვედრა 19 მაისს კიევში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხდება, ჟურნალისტები სწორი ქართულის მაგალითს უნდა უჩვენებდეთ, თუ პირიქით? რა გგონიათ, რაც უფრო მეტ უცხო სიტყვას ჩააკვეხებთ, უფრო საინტერესო იქნება? აგერ, დერეფანიო, რომ წერ, გცოდნია, ქართულად როგორც ჰქვია და სათაურში რომ კორიდორი გამოგიჭიმია, ამით რის დამტკიცებას ცდილობ?
ზურა
07:43 14-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული