პაპუ, მკვლელი ხარ! - გიორგი პაპუნაშვილს "კადისის" ფანები შეურაცხყოფას აყენებდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 39-ე ტურში "კადისის" ფანები გიორგი პაპუნაშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები ქართველის მიმართ აგრესიას ღიად გამოხატავდნენ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებისას პირველ წრეში, პაპუნაშვილმა "კადისის" ფეხბურთელ ხოსე მარის მძიმე ტრავმა მიაყენა, რის გამოც იგი დღემდე ვერ თამაშობს.

"პაპუ, მკვლელი ხარ", - სკანდირებდნენ "კადისის" ქომაგები.

საქმე იმ ვითარებამდეც კი მივიდა, რომ ბოლოს სტადიონის დიქტორმა ფანებს მოუწოდა, შეურაცხმყოფელი სიმღერებისგან თავი შეეკავებინათ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
და რამდენი ერთმორწმუნე და მეზობელი რუსეთიდან წამოსული ქართველების შეურაცყოფა და ზიზღი გაგახსენო???????
სოსოს
18 მაისი 2018 11:59
4
შე მართლა უტვინო ასო ესპანეთში და ამერიკაშიც ნაცები გელანდება.
პ.ს.პასუხი ადეკვატურია,უნდა დაბეჭდოთ
სოსოს
17 მაისი 2018 13:48
19
ერთმორწმუნე ფაშისტებმა ტატუნაშვილი მოგვიკლეს, ოთხოზორია მოგვიკლეს, 2008 წელს ჩაგვიხოცეს ჯარისკაცები, გაგვიუპატიურეს ქალები, 90-იან წლებში მოახდინეს სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპაცია, ჭაში ჩაგვიგდეს ცოცხლად ჩვილი და ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, 1989 წელს მოგვიწყეს 9 აპრილი, 1937 წელი, 1921 წლებიც გაიხსენე. ეს ყველაფერი მოგვიწყეს ერთმორწმუნე ფაშისტებმა და არა ევროპამ და ამერიკამ.
სოსოს
17 მაისი 2018 13:47
20
პაპუნაშვილის შეურაცხყოფა კულტურული ევროპელების მიერ, შეიძლება და ამას ნაცების ასოები მშვიდად იღებენ,ზაზას რა ამბავს უტეხავენ ამერიკაში,ეგეც შეიძლება,ნიგერიელი სტუდენტების,ან ლგპტების თავხედობაზე პასუხის გაცემა კი რასიზმი და ქსენოფობია ყოფილა
სოსო
17 მაისი 2018 12:33
56
მე რაც ვთქვი,ის ვთქვი.რასაც ქართველისაგან ქსენოფობიას უძახიან,იგივე ესპანელისაგან ან ამერიკელისაგან,ქსენოფონია არ არის?ნაცები რომ აწიოკდნენ,ჰო,გასაგებია,მაგათი ხელობა ეგ არის,მაგრამ გიო,შენი გამკვირვებია,მათზე რაიმეს თქმა,რუსეთუმეობას და შადიმანობას რატომ ნიშნავს?
სოსო
18 მაისი 2018 15:41
1
რა შუაში იყო ეგ? რას გიხდიან ამდენს ეს რუსები, დღეს საქართველოს შადიმან ბარათაშვილები მოუმრავლდა, როგორც დასავლეთიდან ისე რუსეთიდან დაფინანსებულები.
Gio
18 მაისი 2018 08:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული