სუპერსაბამ ისევ გაიტანა გოლი - ის "რანდერსის" გაჭირვების ტალკვესია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგაში დარჩენისთვის გამართული პლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად დაამარცხა "ლუნგბიუ" 2:1.

რა თქმა უნდა, მორიგი გოლი გაიტანა სუპერსაბად წოდებულმა "რანდერსის" ლიდერმა ლობჟანიძემ.

თამაშს 9 680-იან სტადიონზე 2 678 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში 30-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა, მე-60 წუთზე მცველმა კასპერ ენგჰარდტმა მეორე გოლი გაუტანა მასპინძლებს, რომლებმაც 90+3-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.

განმეორებითი მატჩი 21 მაისს "რანდერსის" მოედანზე გაიმართება და პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, საბას გუნდს დანიის ელიტარულ დივიზიონში დარჩენის ჩინებული შანსი აქვს.

შეგახსენებთ,
სწორედ საბას მეცადინეობით სძლია "რანდერსმა" პლეი-ოფის ნახევარფინალში"ჰელსინგორს".

მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ კი ნაადრევია, მაგრამ თუ დარჩა მისი გუნდი მარტო ლობჟანიძემ დამსახურება იქნება, 90% მინიმუმ!
გენო
00:12 18-05-2018
0
ალბათ ნაკრებში ეხლა მაინც დაუძახებენ და მაგასთან ერთად 3-4 ფეხბურთელი აშკარად იმსახურებს შანსს, მითუმეტეს მთელი შუა ხაზი ლაზარეთშია. ინტერესით ველი ივნისის ტესტებს. კონკურენტიანი გუნდი გვეყოლება და კარგია. გამარჯვებების დროა, წარმატებები
vaso
10:14 18-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული