ანდრეაცოლიმ მჭედლიძე "პერუჯასთან" არ ათამაშა, სამაგიეროდ სერია A-ში ათამაშებს

AutoSharing Option
სერია B-ს უკანასკნელ ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "პერუჯა".

მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელსაც ტრავმის გამო ერთი წელია არ უასპარეზია, განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა.

ამ შეხვედრას "ემპოლისთვის" არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და მაინც მოუგო "პერუჯას", რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში ალესანდრო ნესტა.

"ემპოლიმ" 85 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილზე გასულ "პარმას" 13 ქულით გაუსწრო, სერია A-ს საგზური კი 38-ე ტურში გაინაღდა.

"პერუჯამ" მე-8 ადგილი დაიკავა და სერია A-ში გადასასვლელად
პლეი-ოფში იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სტატიის ავტორი რას ეწევა რო გაგვაგებინოს ჩვენც კარგს იზამს..
beqa
02:12 19-05-2018
1
რა არის ავტორ დაბოლილზე წერ სტატიებს? :D :D
R1valdo
01:57 19-05-2018
1

სიახლეები პოპულარული