გიორგი ქვილითაია: ტრავმამ ბევრი რამე შეცვალა... ახლა არ ვიცი, რა იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც მან Sportall.ge-ს განუცხადა, ვარჯიშის დაწყებას 2 თვეში შეძლებს.

Sportall.ge დაინტერესდა, თუ როგორ ჩაიარა ქვილითაიას ოპერაციამ და რა ხდება მის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენ მას ავსტრიაში დავუკავშირდით.

"ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, 2 თვეში შევძლებ ვარჯიშის დაწყებას. რაც შეეხება ტრავმას, ის ვარჯიშზე ორმხრივი ორთაბრძოლის დროს მივიღე.

ტრავმა ყოველთვის სამწუხაროა და ახლა მით უმეტეს, როდესაც კარგ ფორმაში ვიყავი... რას ვიზამთ, ფეხბურთია და დაზღვეული არავინ არაა.

"რაპიდიდან" ჩემი წასვლა? ყველაზე
ნაკლებად ახლა სწორედ მაგაზე ვფიქრობ. მთავარია, რაც შეიძლება მალე ჩავდგე ფორმაში და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

იყო რამდენიმე კარგი ვარიანტი, ახლა კი არ ვიცი, რა იქნება...

ბელგიის, ჰოლანდიის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი ლიგებიდან მქონდა შემოთავაზებები.

შესაძლოა, მაინც წავიდე "რაპიდიდან", მაგრამ ტრავმამ მაინც ბევრი რამე შეცვალა.

არავინ ისე არ გაიგოს, რომ ამ გუნდიდან გაქცევაზე ვარ. აქაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, მაგრამ თუ უკეთესი ვარიანტები გამოჩნდება, რატომ არ უნდა წავიდე?!

ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებული ვიყავი. ვლადიმირ ვაისმა დამირეკა და მას ჩემს ტრავმასა და ოპერაციაზე ვესაუბრე", - აღნიშნავს ქვილითაია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა ძალიან სამწუხაროა ქვილითაიას ტრავმა მაგრამ არ უნდა დანებდეს 2 თვეში უნდა დაამტკიცოს რომ ჯერ მისი დრო არ ამოწურულა და ბოლომდე იბრძოლოს, რაც შეეხება თავგანწირვით ვარჯიშსა და თამაშს მე ვიტყოდი რომ ძალიან სწორდ იქცეოდა რადგან ქართველი ლეგიონერია მას ოდნავ მოდუნებას არ აპატიებდნენ და სასტავში არ დააყენებდნენ ამ მონდომების ხარჯზე იყო რომ გაქონდა გოლები, იმიტომაც დაინტერესდნენ მისით სხვა კლუბბი, წარმატებები ქვილითაიას და რაც მთავარია არ დანებდეს, წინ გიორგი შენ ქართველი ხარ და უნდა იბრძოლო.
roma
12:01 21-05-2018
1
ძალიან დიდი ტრავმიანობაა ჩვენ ფეხბურთელებში. ადრეულ პერიოდში მათი ფიზიკური მომზადების ცალკე სპექტრის უგულებელყოფა ხომ არ იწვევს ამ შედეგს?
მერაბი
11:51 21-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული