ლობჟანიძის "რანდერსი" სუპერლიგაზე დარჩა, სხირტლაძემ გოლი გაიტანა და "სილკებორგს" ლიგაზე დარჩენის შანსი აქვს[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგაზე დარჩენისთვის პლეი-ოფებში ქართველების გუნდების მატჩები გაიმართა:

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" ისევ დაამარცხა "ლუნგბიუ", ამჯერად 2:1 და ელიტარულ ლიგაზე ადგილი შეინარჩუნა.

საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

დავით სხირტალიძისა და მათე ვაწაძის "სილკებორგმა" სტუმრად ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ, საკუთარ მოედანზე 4:3 სძლია "ჰელსინგორს" და სუპერლიგაზე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს.

ამ შეხვედრის წინ 10-ათასიან სტადიონზე გულშემატკივრების მისაზი
დად "სილკებრორგი" მათ შეღავათიან ფასში ჰამბურგერებით და ლუდით გაუმასპინძლდა და არენაზე  5 396 მაყურებელი მივიდა.

მასპინძლებმა 4:3 გაიმარჯვეს და ერთი გოლი სხირტლაძემ გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.

სუპერლიგაზე ადგილის შესანარჩუნებლად "სილკებორგი" "ესბერგს" დაუპირისპირდება - ხუთშაბაათს საკუთარ მოედანზე და კვირას სტუმრად.
მკითხველის კომენტარები / 2 /
"სუპერლიგაზე" - არა, "სუპერლიგაში"!
გიორგიპირველი
10:12 22-05-2018
0
ლობჟანიძემ რანდერსი გადაარჩინა! გახსოვთ სანამ ათამაშდებოდა როგორ უჭირდათ?! მერე დაიწყო და აღარ გაჩერდა! მაგრამ შრომა, შრომა და შრომა!
გენო
23:14 21-05-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული