ვატო არველაძე: მე ასე ვიცი - როცა ნაბიჯს წინ გადადგამ, მადლობა არ უნდა დაივიწყო

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივიდან" პოლონურ "კორონაში" გადასულმა ვატო არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- "კორონასა" და პოლონეთში თამაშს რა იმედებს უკავშირებთ?
- იმას, რომ გავიზარდო, ჩამოვყალიბდე და დავიხვეწო, ამით კი სასურველ მიზანს მივუახლოვდე.

- სასურველი მიზანი რა არის?
- ისე მოვუმატო, რომელიმე ტოპ-ლიგას მივუახლოვდე - ლა ლიგას, ბუნდესლიგას, პრემიერლიგას... ეს ორი სეზონი სწორედ ამ მიზანთან დაახლოებას უნდა მოვახმარო.

საერთოდ, აქამდე რომ მოვედი, ბევრი მწვრთნელის დამსახურებაა - გელა კაკულიას, ზაზა მაღრაძის, ნოდარ აკობიას, გოჩა ტყებუჩავას, გოჩა ავსაჯანიშვილის, გია
ცეცაძის, განსაკუთრებით კი - გიორგი დევდარიანის. ის მენდო და ეროვნულ ლიგაში მათამაშა. მასთან უფრო თავდაჯერებულიც გავხდი და მოვუმატე კიდეც. მე კი ასე ვიცი - როცა ნაბიჯს წინ გადადგამ, მადლობა არ უნდა დაივიწყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ერტი კიდევ სერიოზული ტალანტი
dima
17:53 06-06-2018
0
კომენტარი გაკეთდა, მაგრამ როგორც ჩანს არ სიამოვნებთ განსხვავებული მოსაზრების გამოთქმა. სამწუხაროდ არიან ოჯახები თუ პიროვნებები,რომლებზეც კრიტიკული არ უნდა თქვა
levani
11:18 24-05-2018
0

სიახლეები პოპულარული