ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოთარ კაკაბაძე "უესკასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის 41-ე ტურში ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "უესკა".

მატჩის დაწყების წინ ტაროგონელმა ფეხბურთელებმა მასპინძლებს ლა ლიგაში გადასვლა მიულოცეს.

ოთარმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ჩემპიონატის 35 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

2 ივნისს "ხიმნასტიკი" უკანასკნელ ტურში პირველადგილოსან "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს და ლიგაზე ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროება. კაკაბაძე კი უთუოდ უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს.