"სარაგოსამ" ლა ლიგისკენ ნაბიჯი გადადგა, პაპუნაშვილს ნაღდი პენალტი არ დაუნიშნეს [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგას პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სტუმრად სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია "ნუმანსიასთან".

ამ შეხვედრას ბუნებრივია არაგონული კლუბი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა სეგუნდადივიოზიონის ბოლო ტურში გიორგი და კიდევ რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.

მატჩს, რომელსაც 7 827 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში მე-4 წუთზე სტუმართა გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა ალბერტო ზაპატერმა გიორგის მოპოვებული საჯარიმოთი გახსნა, მასპინძლებმა კი თამაშის განახლებისთანავე გაიტანეს საპასუხო გოლი.

პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მსაჯმა მასზე უხეშობისათვის 41-ე წუთზე ნაღდი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და  ყვითელი ბარათი უჩვენა,
71-ე წუთზე კი შეცვალეს.

განმეორებითი შეხვედრა სარაგოსაში 9 ივნისს ჩატარდება.

მეორე წყვილში ერთმანეთს "ვალიადოლიდი" და "სპორტინგი" შეხვდებიან.


altmarca: პაპუნაშვილი "ნუმანსიას" კოშმარი იყო, არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე ესპანური პრესის აზრი ორად გაიყო

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთ პენალტს რომ არ დადებს მსაჯი, საერთოდ უნდა გაუშვა ფეხბურთიდან.
დათო
07 ივნისი 2018 14:07
0
დათო-ს. სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურში დასვენაო!! გაიგე ოოოოოოოოოო! ეს პლეი-ოფია. მაინც ვერ გაიგე? რას ამბობ ოოოოოო!
მიხო პაპა
07 ივნისი 2018 12:25
0
აშკარად საუკეთესოა პაპუ სარაგოსაში. წარმატებები პაპუს.
roma
07 ივნისი 2018 11:00
0
ვერ გავიგე, თუ მწვრთნელმა "გიორგი და კიდევ რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა", მაშინ "პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში" როგორ იყო?
დათო
07 ივნისი 2018 10:54
10
ბოლო ტურში ანუ ფლეი-ოფის წინ
ალ
07 ივნისი 2018 11:50
0
სტატია ყურადღებით წაიკითხე.
ოთო
07 ივნისი 2018 11:47
0
100% პენალი არ დაუდეს პაპუს :/
ვაი
07 ივნისი 2018 00:29
1

სიახლეები პოპულარული