"სარაგოსამ" ლა ლიგისკენ ნაბიჯი გადადგა, პაპუნაშვილს ნაღდი პენალტი არ დაუნიშნეს [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგას პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სტუმრად სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია "ნუმანსიასთან".

ამ შეხვედრას ბუნებრივია არაგონული კლუბი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა სეგუნდადივიოზიონის ბოლო ტურში გიორგი და კიდევ რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.

მატჩს, რომელსაც 7 827 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში მე-4 წუთზე სტუმართა გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა ალბერტო ზაპატერმა გიორგის მოპოვებული საჯარიმოთი გახსნა, მასპინძლებმა კი თამაშის განახლებისთანავე გაიტანეს საპასუხო გოლი.

პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მსაჯმა მასზე უხეშობისათვის 41-ე წუთზე ნაღდი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და  ყვითელი ბარათი უჩვენა,
71-ე წუთზე კი შეცვალეს.

განმეორებითი შეხვედრა სარაგოსაში 9 ივნისს ჩატარდება.

მეორე წყვილში ერთმანეთს "ვალიადოლიდი" და "სპორტინგი" შეხვდებიან.


altmarca: პაპუნაშვილი "ნუმანსიას" კოშმარი იყო, არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე ესპანური პრესის აზრი ორად გაიყო

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთ პენალტს რომ არ დადებს მსაჯი, საერთოდ უნდა გაუშვა ფეხბურთიდან.
დათო
14:07 07-06-2018
0
დათო-ს. სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურში დასვენაო!! გაიგე ოოოოოოოოოო! ეს პლეი-ოფია. მაინც ვერ გაიგე? რას ამბობ ოოოოოო!
მიხო პაპა
12:25 07-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული