ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე იტალიის სერია B-ს ბინადარ "პადოვაში" გადავიდა.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი განგვიცხადა:

"დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. პირველ გუნდთან ერთად მივდივარ შეკრებაზე. მათთან ერთად ვივარჯიშებ, ხოლო 19-წლამდელთა გუნდში ვითამაშებ.

იმედი მაქვს და ასეც მგონია, რომ რამდენიმე თამაშის ჩატარება პირველ გუნდშიც მომიწევს. კონტრაქტის დეტალები კი არ მინდა გავასაჯაროვო", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

"პადოვა" გასულ სეზონში იტალიის სერია C-ში ასპარეზობდა, თუმცა პირველ ადგილზე გავიდა და შესაბამ
ისად სერია B-ში აღზევდა.

რაც შეეხება ლორთქიფანიძეს, ის თამაშებოდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, ასევე ირიცხებოდა "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიასა და "საბურთალოში".

ქართველი ნახევარმცველი იტალიაში 2015 წლიდან იმყოფება და ის ბერგამოს "ატალანტას" აკადემიაში ვარჯიშობდა.