მადლობა ულამაზეს საქართველოს - მაიკლ დიქსონის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" მეშვეობით დაემშვიდობა.

altექსკლუზივი. მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი ცნობილია


"ამ წლებმა მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის უნაკლო, მაგრამ ადამიანების დახმარება სამაგიეროს გადახდის მოლოდინის გარეშე არის ზუსტად ცხოვრების არსი.

მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ულამაზეს საქართველოს. მადლობას გიხდით, რომ თქვენიანად მიმიღეთ და იყავით ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები, ვისთვისაც ოდესმე მითამაშია ჩემი კარიერის განმავლობაში.

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი გულშემატკივრობის ყველა მომენტი მიყვარს და თქვენ განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ
ჩემს გულში.

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სხვადასხვა განსხვავებული ადამიანისგან. უფლის წყალობით, კიდევ დიდხანს შევძლებ იმ თამაშის გაგრძელებას, რომელიც ასე მიყვარს.

ბოლოს, ყველა ჩემს თანაგუნდელს (2017-18 წლებში) მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, რომ ყოველთვის მზად იყავით, უბრალოდ გეპასუხათ ჩემი ზარისთვის ან შეტყობინებისთვის. ისიამოვნეთ ზაფხულით", - წერს დიქსონი სოციალურ ქსელში.

მაიკლ დიქსონის სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში ასე გამოიყურება: 14 ოფიციალური შეხვედრა, 469 წუთი (საშუალოდ 33:33 წუთი შეხვედრაში), 260 ქულა (საშუალოდ 18.6 ქულა), 69 გადაცემა (საშუალოდ 4.9), 43 მოხსნა (საშუალოდ 3.1 მოხსნა).

altმადლობა, მაიკლ... - დიდი დანაკლისი საქართველოს ნაკრებისთვის


შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონს საქართველოს ნაკრებში ამერიკელი ტედ მაკფადესი შეცვლის.

altსაქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
სულაც არ მაინტერესებს მისი კანის ფერი. "კაცი იყავ კაცური და, სადაც გინდა იქ ილოცეო".
ბესო
12 ივნისი 2018 14:22
0
მადლობა დიქსონ რაც საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთე. წარმატებებს გისურვებ კარგო კაცო. ა ძმაო კაცი, რამხელა სიყვარული იგრძნობა მის სიტყვებში.
ბესო
12 ივნისი 2018 14:19
0
ხომ გვიყვარს და ვაფასებთ ამ კაცს, აი მარტივი მაგალითი, რომ კანიფ ფერს მნიშვნელობა არა აქვს, თუ ერის ტრადიციები და ფასეულობები შენთვის ძვირფასია, და ამას შეგნებულად თუ გაუთვითცნობიერებლად პატივს სცემ ისე რომ არც გიფიქრია დაგეგმილად, ასევე უპირობოდ შეგიყვარებენ და მიგიღებენ თავისიანად...
daTo
12 ივნისი 2018 11:12
0
აი, უბრალოდ დააკვირდით რამხელა განსხვავებაა ამ ფერადკანიანსა და იმ "რა ფრითენზიას" შორი!!! ესეც ფერადკანიანია, მაგრამ, რატომღაც არავის არ ძულს, არავინ არაფერს უშავებს და პირიქით ძალიან მაგარი ადამიანია და ყველა სპორტის გულშემატკივარს დანამდვილებით ვიცი, რომ უყვარს.. იმიტომ, რომ საქართველოსთვის ზუსტად ისე იხარჯებოდა, როგორც კლუბში და უფრო მეტადაც ♥ მადლობა დიქსონ ყველაფრისთვის.. შენ ხარ ის, ვისაც ყოველთვის გაუღებს საკუთარ კარს ქართველი და შენ ხარ ის - ვისთვისაც კარგს არაფერს დავიშურებთ ♥ წარმატებები და ნეტა ყველა შენნაირი ადამიანი ჩამოდიოდეს აქ !
ზურა
12 ივნისი 2018 01:39
0
კაცი ყოფილხარ, კაცი!
badri
11 ივნისი 2018 20:21
1
მადლობა დიქსონ ყველაფრისთვის ❣️❤️მოგვენატრები ❤️❣️
ნიკა ცეხლაძე
11 ივნისი 2018 17:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული