ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართული მიდი-მოდი... კვირკველიას ვარიანტი პრემიერლიგაში, არაბიძის მოლოდინი და უკლუბოდ დარჩენილი ფეხბურთელები

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივნისს გაიხსნა და ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით უკვე არაერთი სიახლე გაჟღერდა.

ზოგმა გუნდი დატოვა, ზოგმაც კონტრაქტი გაახანგრძლივა, ზოგი კი ახალი კლუბის მოლოდინშია. ყველაფერ ამის შესახებ კი Sportall.ge ქვემოთ მოგითხრობთ.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ არნემის "ვიტესს" დატოვებს და აშშ-ში გადაინაცვლებს გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრების მცველი 8-წლიანი ერთგულების შემდეგ "სან ხოსეში" გადაბარგდება, სადაც მისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ვაკო ყაზაიშვილიც ირიცხება.

altგურამ კაშია "სან ხოსეში" მიმდინარე კვირაში გადავა

"სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ესპანურ გუნდში 2022 წლამდე დარჩება გიორგი პაპუნაშვილი.

როგორც ესპანური მედია
გვამცნობს, ამით პაპუც უფრო კარგ გასამრჯელოს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ქართველის კლუბი სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფში "ნუმანსიასთან" დამარცხდა.

altმას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართველ გულშემატკივარს ყველაზე დიდი მოლოდინი საბა კვირკველიას მიმართ აქვს. მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ტრანსფერი ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ "ლესტერში" საკმაოდ რეალურია.

როგორც მან Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა, ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს.

altსაბა კვირკველია: კონკრეტულად "ლესტერზეა" საუბარი, ყველაფერს მალე გაიგებთ!

კვიპროსულ "ანორთოსისში" გადავიდა ნიკა კაჭარავა, რომელიც ბოლოს პოლონეთის კლუბ "კორონაში" ირიცხებოდა.

ჩვენებურმა ქალაქ ფამაგუსტას კლუბთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

altნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" გადავიდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ემპოლიდან" ლევან მჭედლიძის აბარგებაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ იტალიური მედიაც ვარაუდობს და წერს, რომ ტოსკანური გუნდი მას გაუშვებს, თანაც, მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი უსრულდება.

altლევან მჭედლიძეს კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, "ემპოლის" დატოვებს

ახალი გუნდის ძიებაში უნგრეთიდან წამოსული ერთბაშად სამი ფეხბურთელია. ბაჩანა არაბულმა, ლაშა შინდაგორიძემ და ირაკლი მაისურაძემ კლუბის გავარდნის შემდეგ "ბალმაზიუვაროში" დატოვეს.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ სად გააგრძელებენ კარიერას ეს ფეხბურთელები.

altკარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ

"კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა გიორგი ლორია და ახალი 1+1 კონტრაქტიც გააფორმა.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გასული სეზონი "ანჟიში" გაატარა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა.

altგიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა

კლუბი შეიცვალა საქართველოს ნაკრების ახალმა სახემ, ზაურ მახარაძემ. 25 წლის მეკარე ამიერიდან "ზორიას" ღირსებას დაიცავს.

დიდი ალბათობით, ლუგანსკური კლუბის ძირითადი მეკარე ლუნინი "ნაპოლიში" გადაინაცვლებს და გუნდის ძირითადი კიპერიც მახარაძე უნდა გახდეს.

altზაურ მახარაძე მომავალ სეზონში ახალ კლუბში იასპარეზებს

კლუბი შეიცვალა ვატო არველაძემაც, რომელიც თბილისის "ლოკომოტივიდან" პოლონეთის "კორონაში" გადაბარგდა. მან 2+1 კონტრაქტი გააფორმა.

altვატო არველაძე "კორონაში" გადავიდა

ახალი გუნდის ძიებაში არიან: ავთო ებრალიძე, მათე ვაწაძე, ბაჩანა არაბული, ლაშა შინდაგორიძე, ირაკლი სიხარულიძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი გოროზია.

დაანონსებულია, რომ კარგ ევროპულ გუნდში მალე უნდა გადავიდეს გიორგი არაბიძე.

altგია ცეცაძე: გიორგი არაბიძე კარგ გუნდში გადადის და ამიტომ არ გამოვიძახე

დიდი ალბათობით, "სევილია B"-დან წავა გიორგი აბურჯანია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გააგრძელოს მან კარიერა, თუმცა მისი ანდალუსიიდან წასვლის ალბათობა ძალიან დიდია. 

"რიო ავე" უნდა დატოვოს გიორგი მაკარიძემ, რომელსაც კლუბში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

დიდი ალბათობით, "სლოვაცკო" გაანათხოვრებს ირაკლი სიხარულიძეს, ვისაც ჩეხეთის ჩემპიონატში კარიერა ვერ აეწყო.

ნაკლებად სავარაუდოა ზაფხულში გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი, რომელმაც ტრავმა მიიღო და 3 თვე უქმობა მოუწევს.

არადა, ვრცელდებოდა ხმები, რომ მისით უფრო ძლიერი გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე "რაპიდია".

altგიორგი ქვილითაია: ტრავმამ ბევრი რამე შეცვალა... ახლა არ ვიცი, რა იქნება

ზაფხულში შესაძლოა ერთი კარგი ტრანსფერი შედგეს. როგორც ადრე ვწერდით, ოთარ კიტეიშვილით "სარაგოსაა" დაინტერესებული.

Sportall.ge-სთან ინტერვიუში კი მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობს.

altკიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა

ასევე მიხეილ ხუციშვილმა დაგვიანონსა, რომ დიდი ალბათობით, ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა.

alt"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"

იტალიის სერია B-ს გუნდში გააგრძელებს კარიერას 17 წლის დავით ლორთქიფანიძე.

ის "პადოვაში" ჩაირიცხა. როგორც ლორთქიფანიძემ Sportall.ge-ს განუცხადა, ის შესაძლოა პირველ გუნდშიც ათამაშონ.

alt17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა

ბოლოს გეტყვით, რომ დემეტრე ბულისკერიას დამატებით იტალიის სერია A-ს კლუბი ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

 

 

altექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი