ჩაკვეტაძემ და ბერიძემ "გენტში" ერთად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა "გენტი" და ამხანაგურ მატჩში ქვედალიგური "მერელბეკე" 4:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში შესვენების შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:0 იყო "გენტის" სასარგებლოდ, შევიდნენ შეცვლაზე გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე. ბერიძემ "გენტის" მესამე გოლი გაიტანა.

21 წლის ბერიძე გასულ სეზონში სლოვაკეთის "ტრენჩინში იყო გაიჯარებული და 40 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

ბელგიის ჩემპიონატი 27 ივლისს აიღებს სტარტს და ქართველების გუნდი ლიეჟში "სტანდარდს" შეხვდება.

altგიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული