ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბელგიის კლუბ "გენტში" გადავიდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია Sportall.ge-ს დაუდასტურა.

"გუშინ "გენტში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. კონტრაქტს ხელს სავარაუდოდ სამშაბათს, ანდაც ოთხშაბათს მოვაწერ. კონტრაქტი სავარაუდოდ 4-წლიანი იქნება.

რატომ გადავწყვიტე "გენტში" გადასვლა? ჩემი აზრით, ბელგიის ჩემპიონატი ავსტრიის ჩემპიონაზე მაღლა დგას. გარდა ამისა, როდესაც ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას იხდიან (სატრანსფერო თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს), და ნდობას გიცხადებენ, ე.ი მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ.

ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდთან ერთად ვარჯიშს თვის ბოლოს შევძლებ, თამაში კი სავარაუდოდ
აგვისტოს ნახევარში შემეძლება", - გვითხრა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ "გენტში" კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან.

altავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაია მალე "გენტის" ფეხბურთელი გახდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
გიორგის ვულოცავ ამტრანსფერს.ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და თანაც ჩაკვეტაძესთან დუეტი და თუ ბერიძემაც მოუმატა,მაშინ ტრიოც გვეყოლება ნაკრებში ერთი გუნდიდან,ჩამოყალიბებული ურთიერთგაგებით,რაც ნაკრებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია
სოსო
19 ივლისი 2018 07:57
1
გიორგი ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში,ამაში დინამოს პერიოდიდან დავრწმუნდი. რაც შეეხება ამ ტრანსფერს,ეს წინ გადაგმული ნაბიჯი მგონია.ბელგიის ჩემპონატი ასეთი სტილის მოთამაშისთვის ზედ გამოჭრილია. მთავარია ტრანვებმა არ გააწამოს და თავის სიტყვას იტყვის აუცილებლად.ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას აქცევენ წამყვანი ლიგების წარმომადგენლები,განსაკუთრებით პრემიერლიგის გუნდები,რადგან ფიზიკას ექცევა ყურადღება,რაც ასე უჭირს საქართველოს ნაკრებს. ბელგიის ჩემპიონატი უფრო დონეა,ვიდრე მლს,სადაც ყაზაიშვილი გადავიდა. ამაზე არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა და გიოს რას ერჩით. ქართველებმა კარგის დაფასება ვისწავლოთ. ეს ბიჭი ცდილობს წინ სვლას და გვერდზე დაუდგეთ,როგორც შეგვეძლება. ამ ტრანსფერის პლიუსი არის ქართველების ყოფნა ხსენებულ კლუბში,რაც ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. წარმატება მინდა ვუსურვო გიოს და შენ იცი,გააჩუმე ყველა კრიტიკოსი,რომლებმაც იციან თუ არა ყველაფერს ყბედობენ. ერთი კაკაბაც შეიცვლიდეს კლუბს,რადგან იმსახურებს ეს ბიჭი კარგ გუნდს. წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს,ჯამრთელად ყოფნა და გნახავთ ერთა ლიგაზე,რომელიც აუცილებლად ჩვენ სასარგებლოდ უნდა დავასრულოთ. თქვენ იმსაუხრებთ წარმატებას. ბედის დაცინვა არ არის,როცა კლავანი ლივერპულში თამაშობს და კვერკველია ლოკომოტივში. ეს იმიტომ ხდება,რომ არ ხდება ამ ბიჭების დაფასება და მათ მისამართით მხოლოდ დაცინვაა. ჩემნაირი ბევრია ამ ქვყანაში,რომლებსაც თქვენ თამაშებზე წამოსვლის გამო დასცინიან და რომლებიც არასოდეს მიატოვებენ ნაკრებს,რადგან ფანის ფუნქცია-მოვალეობა ეს არის. მძიმე დღეში ვართ,მაგრამ მთავარია ერთად ვიყოთ და მჯერა შედეგს დავდებთ. სხვა ქვეყნის ნაკრების ქართველ ფანებს კი ვეტყვი,რომ დროზე წადით ამ ქვეყნიდან და სტადიონზე არ დავინახო თქვენი სიფათები. კარგები არიან თუ ცუდები ჩემი თანამემამულენი არიან და მე მათ გვერდზე ვიქნები ყოველთვის. არ მივატოვებ არასდროს,ნაკრები ჩემი გულია,და მე ყოველთვის ვიქნები,იქ სადაც ჩემი გუნდია. დიდება საქართველოს ნაკრებს!
სხვათა თუთაშხია
15 ივლისი 2018 09:21
0
გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს!
ეხლა კი ჩემო თანამეინახენო...
ირაკლი
20 ივლისი 2018 01:34
0
გამიხარდა გილოცავ, ბერიძე განათხოვრებული ხომ ყავდათ და დაიბრუნეს?
fsiuuu
15 ივლისი 2018 02:39
0
რატომ ხალო რატომ გაღჩობთ სულ ბოღმა??? თქვენ თქვენიანის წარმატებ არ გიხარიათ და სხვისას როგორ შეიყვარებთ.
წარმატებები გიო გენაცვალე.
giga
15 ივლისი 2018 00:16
1
წარმატებებს და ჯამრთელობას ვუსურვებ! რაც შეეხება სიტისა და ფრაიბურგის მაგალითს - ფრაიბურგი ალბათ პირველად ქართველი მანდ რომ გამოჩნდა მაშინ გაიგე და უქართველებოდ ცომ რას ამბობ ბაიერნის კონკურენტი იყო. სიტი ქართველებამდე და მაზთ მერეც ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული მანამ სანამ არაბი მფლობელები გამოუჩნდებოდათ ბორნმუთზე უკეთესები თუ იყვნენ. ალანიაში 3 ქართველი თამაშობდა და პირველებმა დაამხეს სპარტაკის ჰეგემონია
ზვიადი
14 ივლისი 2018 19:55
0
2 წელი ითამაშა ავსტრიაში სტაბილურად 60 თამაში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე ნორმალური სტატისტიკაა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ყველა რონალდო ხომ ვერ იქნება, რომ სეზონში 40 გოლი გაიტანოს? ახალგაზრდა ფეხბურთელია სტაბილურად თამაშობს გოლები გააქვს პროგრესირებს შრომისმოყვარე ბიჭია და გენტშიც უფრო აიმაღლებს კლასს ბელგია უფრო მაღალი დონეა ნამდვილად ვიდრე ავსტრია წარმატებებს ვუსურვებ ნეტა ბევრი ფეხბურთელი გვყავდეს ასეთი.
giorgi
14 ივლისი 2018 18:34
0
ამჯერად ქვილითაია ერთად ერთი ფორვარდია საქართველოს ნაკრებისთვის ვინც რეალურად თამაშობს და ირჯება!
ვულოცავ გიოს
14 ივლისი 2018 16:47
2
მომისმინე მარადონა ხარ თუ ვიღაც რომ არიყის არ გადაუხდიდნენ მაგხელა თანხას და დიახაც რომ არის ფეხიანათაც და უფეხიდაც..შენ კი შენს" მარადონას " კლიჩკას მიხედე და დატკბი გიორგის წარმატებებით...
სალამეა
14 ივლისი 2018 16:30
4
კიდე კაი ქართველი ფეხბურთელების საფირმო ტყუილი არ თქვა ამბიციურ გუნდში გადავედიო! ვის ატყვილებენ მაგენი ამბიციური გუნდი ქართველ ფეხბურთელს დაიმატებს???
მალადცი
14 ივლისი 2018 16:08
14
წარმატებები გიორგის ! არ ვიცი რატომ არის ნეგატიური კომენტარები , ყველანაირად გამართლებული და წინგადადგმული ნაბიჯია , ბელგიის ჩემპიონატიც უკეთესია და უფრო მეტი წინსვლის საშუალებაც ექნება ამ ბიჭს .
levani
14 ივლისი 2018 15:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული