ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბელგიის კლუბ "გენტში" გადავიდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია Sportall.ge-ს დაუდასტურა.

"გუშინ "გენტში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. კონტრაქტს ხელს სავარაუდოდ სამშაბათს, ანდაც ოთხშაბათს მოვაწერ. კონტრაქტი სავარაუდოდ 4-წლიანი იქნება.

რატომ გადავწყვიტე "გენტში" გადასვლა? ჩემი აზრით, ბელგიის ჩემპიონატი ავსტრიის ჩემპიონაზე მაღლა დგას. გარდა ამისა, როდესაც ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას იხდიან (სატრანსფერო თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს), და ნდობას გიცხადებენ, ე.ი მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ.

ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდთან ერთად ვარჯიშს თვის ბოლოს შევძლებ, თამაში კი სავარაუდოდ
აგვისტოს ნახევარში შემეძლება", - გვითხრა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ "გენტში" კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან.

altავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაია მალე "გენტის" ფეხბურთელი გახდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
გიორგის ვულოცავ ამტრანსფერს.ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და თანაც ჩაკვეტაძესთან დუეტი და თუ ბერიძემაც მოუმატა,მაშინ ტრიოც გვეყოლება ნაკრებში ერთი გუნდიდან,ჩამოყალიბებული ურთიერთგაგებით,რაც ნაკრებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია
სოსო
07:57 19-07-2018
1
გიორგი ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში,ამაში დინამოს პერიოდიდან დავრწმუნდი. რაც შეეხება ამ ტრანსფერს,ეს წინ გადაგმული ნაბიჯი მგონია.ბელგიის ჩემპონატი ასეთი სტილის მოთამაშისთვის ზედ გამოჭრილია. მთავარია ტრანვებმა არ გააწამოს და თავის სიტყვას იტყვის აუცილებლად.ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას აქცევენ წამყვანი ლიგების წარმომადგენლები,განსაკუთრებით პრემიერლიგის გუნდები,რადგან ფიზიკას ექცევა ყურადღება,რაც ასე უჭირს საქართველოს ნაკრებს. ბელგიის ჩემპიონატი უფრო დონეა,ვიდრე მლს,სადაც ყაზაიშვილი გადავიდა. ამაზე არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა და გიოს რას ერჩით. ქართველებმა კარგის დაფასება ვისწავლოთ. ეს ბიჭი ცდილობს წინ სვლას და გვერდზე დაუდგეთ,როგორც შეგვეძლება. ამ ტრანსფერის პლიუსი არის ქართველების ყოფნა ხსენებულ კლუბში,რაც ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. წარმატება მინდა ვუსურვო გიოს და შენ იცი,გააჩუმე ყველა კრიტიკოსი,რომლებმაც იციან თუ არა ყველაფერს ყბედობენ. ერთი კაკაბაც შეიცვლიდეს კლუბს,რადგან იმსახურებს ეს ბიჭი კარგ გუნდს. წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს,ჯამრთელად ყოფნა და გნახავთ ერთა ლიგაზე,რომელიც აუცილებლად ჩვენ სასარგებლოდ უნდა დავასრულოთ. თქვენ იმსაუხრებთ წარმატებას. ბედის დაცინვა არ არის,როცა კლავანი ლივერპულში თამაშობს და კვერკველია ლოკომოტივში. ეს იმიტომ ხდება,რომ არ ხდება ამ ბიჭების დაფასება და მათ მისამართით მხოლოდ დაცინვაა. ჩემნაირი ბევრია ამ ქვყანაში,რომლებსაც თქვენ თამაშებზე წამოსვლის გამო დასცინიან და რომლებიც არასოდეს მიატოვებენ ნაკრებს,რადგან ფანის ფუნქცია-მოვალეობა ეს არის. მძიმე დღეში ვართ,მაგრამ მთავარია ერთად ვიყოთ და მჯერა შედეგს დავდებთ. სხვა ქვეყნის ნაკრების ქართველ ფანებს კი ვეტყვი,რომ დროზე წადით ამ ქვეყნიდან და სტადიონზე არ დავინახო თქვენი სიფათები. კარგები არიან თუ ცუდები ჩემი თანამემამულენი არიან და მე მათ გვერდზე ვიქნები ყოველთვის. არ მივატოვებ არასდროს,ნაკრები ჩემი გულია,და მე ყოველთვის ვიქნები,იქ სადაც ჩემი გუნდია. დიდება საქართველოს ნაკრებს!
სხვათა თუთაშხია
09:21 15-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული