გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში ისევ გამოიჩინა თავი.

გიორგი "გეტებორგის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, წინა ტურში "იორებროსაც" გაუტანა გოლი და დღეს სტუმრად "სირიუსსაც".

დღევანდელ მატჩში გიორგიმ პენალტი გამოიმუშავა და სალომონსონმა ანგარიში გახსნა, მერე თავად გაიტანა გოლი და მისი გუნდი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა.

მის ანგარიშზე 11 მატჩში გატანილი 3 გოლია.

"გეტებორგი" 14 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-12 ადგილზეა და 28 ივლისს "ბრომაკოიკარნას" მასპინძლობს.

altგიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altგიორგი ხარაიშვილმა "იორებროს" გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /

მე არ მჯერა მაგრამ ამბობენ რომ რუსეთის შემდეგ სკანდინავიაში და დანიაში ყომარობენო გუნდები,არადა სადღაც სიმართლეს ჰგავს
euhh
23:49 22-07-2018
0
სერიოზული დაცვა ყოლიათ
grisha
21:48 22-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული