ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში ისევ გამოიჩინა თავი.

გიორგი "გეტებორგის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, წინა ტურში "იორებროსაც" გაუტანა გოლი და დღეს სტუმრად "სირიუსსაც".

დღევანდელ მატჩში გიორგიმ პენალტი გამოიმუშავა და სალომონსონმა ანგარიში გახსნა, მერე თავად გაიტანა გოლი და მისი გუნდი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა.

მის ანგარიშზე 11 მატჩში გატანილი 3 გოლია.

"გეტებორგი" 14 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-12 ადგილზეა და 28 ივლისს "ბრომაკოიკარნას" მასპინძლობს.

altგიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altგიორგი ხარაიშვილმა "იორებროს" გოლი გაუტანა [VIDEO]