ეს შეხვედრა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ჩაატარა, მან ჯერ პირველი საგოლე კომბინაცია წამოიწყო, ხოლო 82-ე წუთზე ფლანგზე გაიჭრა და მისი პასით სტალონე ლიმბობმემ ანგარიში 3:2 გახადა. ამის შემდეგ სტუმრები ბევრს ეცადნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ ვერ მოახერხეს და წააგეს.
გიორგი ბერიძე "გენტის" განაცხადში არ იყო, გიორგი ქვილითაია კი ტრავმირებულია და აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყებს თამაშს.
4 აგვისტოს, მე-2 ტურში "გენტი" "ზულტე-ვარეგემს" უმასპინძლებს.
სამი გიორგი "გენტში" და აქტიური ლატვიის ბაზარი - სად მიდიან ქართველი ფეხბურთელები
გიორგი ქვილითაიამ "გენტთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]