"ლუგოს" პრეზიდენტი: გიორგი აბურჯანია მალე ჩვენთან გადმოვა

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ლუგოს" პრეზიდენტმა ტინო საქუესმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მის გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია შესული და წესით, ქართველი მალე ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.

აბურჯანიას გარდა, "ლუგო" "სევილიას" მე-2 გუნდიდან ბორხა სან ემეტერიოს დამატებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ "სევილიას" ახალგაზრდული გუნდი ქვედა ლიგაში გავარდა, "ლუგომ" კი გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა.

აბურჯანია "სევილიაში" გადასვლამდე "ხიმნასტიკში" თამაშობდა.

altგიორგი აბურჯანია სუგუნდადივიზიონის "ლუგოში" გადავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული