"გენტმა" "ვარეგემს" ვერ მოუგო, გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობით გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველების "გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "ვარეგემი" მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, გიორგი ბერიძე კი როგორც უკვე ვწერდით, მე-2 გუნდში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "გენტმა" ანგარიშის გამთანაბრებელი გოლი სწორედ გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობით გაიტანა.

მან კარგ პოზიციაში მყოფ უკრაინელ თანაგუნდელ იგორ პლასტუნს გადაცემა მიაწოდა, რომელმაც ჯონათან დევიდს გოლი გაატანა.

ორი ტურის შემდეგ "გენტს" ბელგიის ჩემპიონატში 1 ქულა აქვს მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

ქართველების გუნდი ახლა
ევროპა ლიგაზე გადაერთვება და 9 აგვისტოს "იაგელონიას" ესტუმრება, ბელგიის ჩემპიონატის მე-3 ტურში კი 12 აგვისტოს "ვაასლანდ-ბევერენს" მიიღებს.

alt"გენტში" ქართული ტრიო იშლება - გიორგი ბერიძე მეორე გუნდში გადაიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული