გერმანია. III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (90 წთ) "უნტერჰახინგი" შინ "აალენს" დაუზავდა - 0:0.
საფრანგეთი. ლიგა 2. ჯაბა ჯიღაურის (არ უთამაშია) "გრენობლი" სტუმრად "ლე ავრს" დაუზავდა - 1:1.
ნასიონალი. ამირან სანაიას (90 წთ) "როდეზი" სტუმრად "ლიონ დუშერს" დაუზავდა - 2:2.
ბელგია. ჟუპილერლიგა. ქართველთა "გენტი" შინ "ვარეგემს" დაუზავდა - 1:1. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა,
პორტუგალია. ლიგის თასი. გიორგი მაკარიძის "რიუ ავემ" 2:0 მოუგო "პორტიმონენშეს" და ბრძოლას აგრძელებს.
დანია. სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" საბა ლობჟანიძის "რანდერსს" 3:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 3:3. ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
I დივიზიონი. დავით სხირტლაძის (90 წთ) "სილკებორგი" სტუმრად "ლიუნგბიუსთან" დამარცხდა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" ვატო არველაძის "კორონასთან" 1:2 დამარცხდა. მერებაშვილისთვის უიღბლო დღე გამოდგა - მე-4 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 34-ე წუთზე კი მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა. არველაძე მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა.
ლაშა დვალის (90 წთ) "პოგონი" სტუმრად "სოსნოვიეცთან" დამარცხდა - 0:3.
I დივიზიონი. გუგა ფალავანდიშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "პოდბესკიძიე" შინ 1:3 დამარცხდა "ოლშტინთან".
შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნმა" 4:2 მოუგო "ლუგანოს". ქართველი 71-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე მან საგოლე პასი (კუთხური მოაწოდა) მიითვალა.
ავსტრია. ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" სტუმრად "ვაკერს" 3:2 მოუგო. ქართველს ჯერ ახალ კლუბში თამაშის უფლება არა აქვს.
ერსტე ლიგა. ლევან ელოშვილმა გოლით თავი გამოიჩინა "ვენისა" და "კაპფენბერგის" მატჩში, რომელიც სტუმრებმა 2:0 მოიგეს. "კაპფენბერგის" ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიშს წერტილი 85-ე წუთზე დაუსვა. ელოშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.
შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილმა საგოლე პასით (კუთხური მოაწოდა) გამოიჩინა თავი, მაგრამ ეს არ ეყო მის "გიოტებორგს", რომელიც სტუმრად "კალმართან" 1:2 დამარცხდა.
უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა. ბაჩანა არაბულის (89-ე წუთზე შევიდა) "პუშკაშ აკადემია" შინ მტკ-სთან დამარცხდა - 1:2.
ფინეთი. ვეიკაუსლიგა. ლიდერთა მატჩში ჰიკ 2:2 დაუზავდა გიორგი გოროზიას (59-ე წუთზე გამოცვალეს) "როვანიემის".
რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ჭანტურიას "ურალი" შინ თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდართან" დამარცხდა - 1:2. განაცხადში ქართველები არ იყვნენ - ჭანტურია კვლავ ტრავმირებულია, ოქრიაშვილი კი ახლახან გამოჯანმრთელდა და ჯერ ფორმაში არ არის.
გია გრიგალავას (90 წთ, გააფრთხილეს) "არსენალი" სტუმრად "ზენიტთან" დამარცხდა - 0:1.
საბა კვირკველიას "ლოკომოტივისა" და ჯანო ანანიძის "სპარტაკის" დერბი 0:0 დასრულდა. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯანო ტრავმირებულია.
გიორგი ლორიას (განაცხადში არ იყო) "კრილია სოვეტოვი" შინ 0:3 დამარცხდა "ორენბურგთან".
I დივიზიონი. ნიკა ძალამიძის (65-ე წუთზე შეცვალეს) "ბალტიკა" სტუმრად "ლუჩს" დაუზავდა - 0:0.
ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "სკა-ხაბაროვსკმა" 2:1 მოუგო "მორდოვიას". სხვათა შორის, კვეკვესკირი გუნდის კაპიტანია.
უკრაინა. პრემიერლიგა. გრანდების დაპირისპირებაში კიევის "დინამომ" "შახტარი" 1:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ (გააფრთხილეს).
სანდრო კობახიძისა (90 წთ) და ანდრო გიორგაძის (სათადარიგო) "ვორსკლამ" 1:0 მოუგო "ლვივს".
ზაურ მახარაძის (90 წთ) "ზორია" 1:1 დაუზავდა "ჩერნომორეცს".
ლუკა კობერიძის (57-ე წუთზე შეცვალეს) "დესნა" შინ "ოლექსანდრიასთან" 0:2 დამარცხდა.
ლიეტუვა. A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის (მე-80 წუთზე გამოცვალეს) "შტუმბრასი" სტუმრად "იონავას" გაუსწორდა - 3:1.
ლატვია. თასი. მეოთხედფინალში ქართველთა "რიგასმა" 3:0 მოუგო "ვალმიერას" და ნახევარფინალში გავიდა. ლაშა შერგელაშვილმა დუბლი შეასრულა.
ესტონეთი. პრემიუმლიიგა. გეგი კეკუას "პარნუ" სტუმრად "ტულევიკს" 1:1 დაუზავდა. კეკუამ 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 20 მატჩის შემდეგ 9 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.
ზაქარია ბეგლარიშვილმა კვლავ გაიტანა, მისმა "ფლორამ" კი სტუმრად 4:0 მოუგო "კურესაარეს". ბეგლარიშვილს 18 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა.
ყაზახეთი. პრემიერლიგა. ლაშა კასრაძის (სათადარიგო) "ჟეტისუ" შინ "აკჟაიკს" 1:1 ეთამაშა.
ქართველთა "ყიზილ-ჟარმა" 1:0 მოუგო "ირტიშს". შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც გიორგი ფოფხაძემ. შეგახსენებთ, რომ გუნდის მესამე ქართველი გოგიტა გოგუა სამშობლოში დაბრუნდა.
კახა ცხადაძის "ორდაბასი" სტუმრად ქართველთა "ტობოლს" დაუზავდა - 1:1. ჯაბა კანკავამ (ყვითელი ბარათი) და ნიკა კვეკვესკირმა 90-90 წუთი ითამაშეს.
აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილი აღარ ხუმრობს - მას უკვე 6 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში - მან და გურამ კაშიამ (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშეს "დალასთან" საგარეო მატჩში, რომელიც ვაკოს წყალობით აუტსაიდერმა 3:1 მოიგო. ქართველმა დუბლი შეასრულა - მე-19 წუთზე მან მეკარეს დაასწრო, შემდეგ მცველიც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა, 88-ე წუთზე კი ქართველმა ახლო მანძილიდან გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"