ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჯაბა ჯიღაურის დებიუტი შედგა, მის "გრენობლს" კი ჩემპიონატში კარგი სტარტი აქვს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჯაბა ჯიღაურის დებიუტი შედგა.

ჩვენებურის "გრენობლმა" საკუთარ მოედანზე "ნიორი" 1:0 დაამარცხა.

26 წლის ქართელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

საფრანგეთის ლიგა 2-ში სამი ტურია გასული, "გრენობლს" კი საკმაოდ კარგი სტარტი აქვს აღებული და 7 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

ჯიღაურის კლუბი მე-4 ტურში 17 აგვისტოს "აიაჩოს" ესტუმრება.

altყაზახეთიდან საფრანგეთში - "გრენობლმა" ჯაბა ჯიღაური წარადგინა