ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"არსენალი" გია გრიგალავას წითელი ბარათის გაუქმებას არ მოითხოვს

AutoSharing Option
რუსული მედია იუწყება, რომ ტულის "არსენალი" კლუბის ქართველი ფეხბურთელის, გია გრიგალავას წითელი ბარათის გაუქმებას არ მოითხოვს.

როგორც იცით, 29 წლის უკანახაზელმა რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის 67-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

თავდაპირველად, გაჩნდა ვარაუდი, რომ "არსენალი" მსაჯის გადაწყვეტილებას გააპროტესტებდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გრიგალავას კლუბი 0:3 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ქართველმა განაცხადა, რომ წითელ ბარათზე არა მას, არამედ არბიტრს უნდა ესაუბრა.

altგია გრიგალავა ცსკა-სთან მატჩში გააძევეს

altგია გრიგალავა: ამის შესახებ მსაჯი უფრო

კარგად გიპასუხებთ
ასევე დაგაინტერესებთ