როგორც იცით, ჩვენებური მაისის დასაწყისში, ჯერ კიდევ ვენის "რაპიდში" დაშავდა და მას შემდეგ უქმად იყო.
ზაფხულში ის "გენტმა" 3 მილიონ ევროდ დაიმატა. გიორგიმ, რამდენიმე დღის წინ ბელგიელთა მე-2 გუნდში ითამაშა, სადაც დუბლი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
დღეს ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას კლუბი საკუთარ მოედანზე "ლოკერენს" ეთამაშება და დიდი ალბათობით, პირველ გუნდში ეროვნული ნაკრების ფორვარდის დებიუტიც შედგება.
"გენტი", ბელგიის ჩემპიონატის 4 ტურის შემდეგ,
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
გიორგი ქვილითაია: ვენის აეროპორტში ჩამოვედი, პოლიციელმა ჩემი მოწვევა ნახა და მითხრა...
გეთანხმებით იმაში, რომ 2 თავდამსხმელით არ უნდა ვითამაშოთ, რადგან ნახევარმცველები უფრო მეტი და კვალიფიციურები გვყავს, მაგრამ რომელ ლობჟანიძეს გულისხმობთ, საბას? საბა ლობჟანიძე ცენტრ-ფორვარდად სად გინახავთ? ფლანგის შემტევი იყო დინამოშიც და ასეა მის დანიურ კლუბშიც. ან თავით თამაში სად გინახავთ საბასი? სიმაღლით გამოირჩევა თუ ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებით? ლობჟანიძის პლიუსი სისწრაფეა და საუკეთესო თვისებების წესით ფლანგზე უფრო გამოიყენებს. არ ვიცი ოღონდ ახლა რა ფორმაშია.
ებრალიძის მცველად დაყენებაც სარისკო მგონია, ისიც ფლანგის შემტევია და ასეთ მნიშვნელოვან თამაშში არამგონია ექსპერიმენტების დრო იყოს.
ქვილითაია არის ზუსტად მასეთი თავდამსხმელი, ვინც მუდმივად საჯარიმოშია. დიდი კლასით არ გამოირჩევა, მაგრამ სიმაღლე და ალღო ნამდვილად აქვს. დღესაც გაიტანა გენტში. გამოსვლიდან რამდენიმე წამში და მოაგებინა გუნდს.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!