ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება

AutoSharing Option
"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ივეს ვანდერჰაგემ, ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია, განაცხადში შეიყვანა.

როგორც იცით, ჩვენებური მაისის დასაწყისში, ჯერ კიდევ ვენის "რაპიდში" დაშავდა და მას შემდეგ უქმად იყო.

ზაფხულში ის "გენტმა" 3 მილიონ ევროდ დაიმატა. გიორგიმ, რამდენიმე დღის წინ ბელგიელთა მე-2 გუნდში ითამაშა, სადაც დუბლი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

დღეს ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას კლუბი საკუთარ მოედანზე "ლოკერენს" ეთამაშება და დიდი ალბათობით, პირველ გუნდში ეროვნული ნაკრების ფორვარდის დებიუტიც შედგება.

"გენტი", ბელგიის ჩემპიონატის 4 ტურის შემდეგ,
7 ქულით მე-8 ადგილზეა.

altფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?

altგიორგი ქვილითაია: ვენის აეროპორტში ჩამოვედი, პოლიციელმა ჩემი მოწვევა ნახა და მითხრა...

ასევე დაგაინტერესებთ