ჩაკვეტაძე და ქვილითაია ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
ხვალ "გენტი" ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში სტუმრად "ბორდოს" შეხვდება და ამ მატჩში უთუოდ მიიღებენ მონაწილეობას ბელგიური გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია.

ისინი "გენტთან" ერთად უკვე საფრანგეთში იმყოფებიან.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, "გენტში" სადებიუტო მატჩში "ლოკერენთან" გოლი ქვილითაიამ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება (2:1) მოუპოვა.

ადრე უკვე გაცნობეთ, რომ ჟირონდულმა კლუბმა მწვრთნელი გუსტავო პოიეტი ხელმძღვანელობის კრიტიკისათვის გაათავისუფლა.

ამის შემდეგ თითქმის გადაწყვეტილი იყო მის ნაცვლად ტიერი ანრის დანიშვნა, მაგრამ მან ფეხბურთელების დამატება მოითხოვა, რაზეც უარი
უთხრეს და კონტრაქტი არ გააფორმა.

alt ქვილითაია სადებიუტო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა, მაშინვე გოლი გაიტანა და გენტს გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული