ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რუსული მედია: "ანჟი" პსჟ-დან ნიკოლოზ ქუთათელაძის გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, მახაჭყალის "ანჟი" პსჟ-ის ახალგაზრდული გუნდის ქართველი ფეხბურთელს, ნიკოლოზ ქუთათელაძის დამატებას ცდილობს.

17 წლის ფორვარდი ერთი კვირაა დაღესტნის დედაქალაქში იმყოფება. ნიკოლოზმა "ანჟის" რიგებში უკვე მოასწრო ამხანაგური მატჩის ჩატარება "სტროგინოვთან" შეხვედაში, სადაც სრული მეორე ტაიმი ითამაშა, - იტყობინება რუსული მედია.

კლუბები მზად არიან, ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. ახლა ჯერი უეფა-ზეა. "ანჟი" სწორედ ევროპული ფეხბურთის მმართველ
ორგანოს პასუხს ელოდება.

ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა დაღესტნურ კლუბს ქართველი ფეხბურთელის მიმდინარე სეზონში გაფორმების უფლებას.

Sportall.ge ცდილობს, ქუთათელაძეს დაუკავშირდეს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მის
კომენტარი შემოგთავაზოთ.

altნიკა ქუთათელაძე: პსჟ-სთან კონტრაქტში დიდი წვლილი კლუივერტს მიუძღვის

altU16. ნიკოლოზ ქუთათელაძემ პსჟ-ში ულამაზესი მაკრატელა გაიტანა [VIDEO]

altნიკოლოზ ქუთათელაძე: რუსეთს პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოსთვის უნდა ვითამაშო!

alt9 მატჩში 9 გოლი - ნიკოლოზ ქუთათელაძემ პსჟ-ში ისევ გაიტანა [VIDEO]