რომანიოლი: მჭედლიძესთან თამაშისას შეცდომა რომ არ დამეშვა, მოვიგებდით

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში შეცვლაზე შესულმა "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ პენალტი მოიპოვა - ის "მილანის" მცველმა ალესიო რომანიოლიმ" წააქცია, თერთმეტმეტრიანი კაპუტომ გამოიყენა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ნამატჩევს კომენტარი რომანიოლიმ გააკეთა.

"კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით. მე რომ მჭედლიძესთან ბრძოლაში შეცდომა არ დამეშვა, ალბათ, მოვიგებდით.

შევცდი და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა გვმართებს. კვირას "სასუოლოსთან" მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ჩვენ ერთიან გუნდად უნდა დავრჩეთ", - განუცხდამ რომანიოლიმ ტელეარხ 1-1-ს.

altლევან მჭედლიძე დაბრუნდა და "მილანთან" მონადირებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
პენალტი კიარ აიკიდა გამოიმუშავა
David
09:32 28-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული